5-6 ივლისის მოვლენების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც  5-6 ივლისს თბილისში განვითრებულ მოვლენებს შეისწავლის და გამოიძიებს. კომისიის შექმნას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი"  ითხოვს.

ფრაქციის წევრები ძალადობრივი ფაქტების გარდა აუცილებლად მიიჩნევენ კომისიამ შეისწავლოს, რამდენად ადექვატური იყო შსს-ს ქმედებები და ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრთა მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ძალადობრივი მოვლენები.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არაერთი მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაშავებულია 53 ჟურნალისტი. მათ სცადეს "სირცხვილიას" ოფისის დარბევა, შეიჭრნენ "თბილისი პრაიდის" ოფისშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი