"ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ქვეყნის მომავლისთვის" - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთი ლიედრი ხატია დეკანოიძე ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენის შემდეგ საუბრობს.
მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ქვეყნის მომავლისთვის იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი გზა ვადამდელი არჩევნების მისაღწევად, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაცილოთ მმართველობას, იმიტომ რომ ქვეყანა არის საფრთხეში. ნაციონალური მოძრაობა თბილისში სხვა პარტიებს უთმობს ასპარეზს მაჟორიტარულ ოლქებში, - ამბობს დეკანოიძე.
ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატობაზე "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "გირჩი მეტი თავისუფლება" და მოძრაობა "დროა" თანხმდება. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება პარტია "ლელოს" პოზიცია.
იხილეთ ასევე: