ვინ გააკრა სიძულვილის პოსტერები თბილისში | "ოცნების" პარტაქტივი პლაკატებთან კავშირს უარყოფს

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ძალადობის შემცველი ბანერები "ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის ყოფილ საარჩევნო შტაბში ინახებოდა, ვარკეთილში მდებარე ოფისში "ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ, თუმცა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვეს. მმართველი გუნდის აქტივისტებმა "მთავარის" შეკითხვებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება, სოზარ სუბარის შტაბის უფროსს, რევაზ სოხაძეს, სოხაძე ამბობს, რომ მას ბანერებთან კავშირი არ აქვს და ვარკეთილში საარჩევნო შტაბში არჩევნების შემდეგ ნამყოფი არ არის.

"წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ. ეს პლაკატები მეც მაქვს ქალაქში ნანახი, მაგრამ არანაირი შემხებლობა არ მქონია. მაგ იფისში არ ვყოფილვარ დაახლოებთ 9 თვეა, არჩევნების მერე საერთოდ არ ვყოფილვარ",-თქვა რევაზ სოხაძემ.

"მთავარი არხის" შეკითხვებს არ უპასუხა არც პრორუსული გამოცემა For.ge-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი იაკობაშვილმა. იაკობაშვილმა Facebook-ზე პოსტი დაწერა და აღიარა, რომ დედაქალაქში ბანერები მისი ორგანიზებით გაჩნდა.

ეგეთი არხი მე არ ვიცი, კარგად იყავით,-თქვა გიორგი იაკობაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც არის. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი