უკრაინელი მეზღვაურების საქმე - "ოცნების" დანაშაულებრივი აბსურდი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

მთელი აბსურდი, თანაც დანაშაულებრივი, სამარცხვინო, თან დასაცინი და თან სატირალი აბსურდი, რომელშიც თვითონვე მოიქცია "ქართულმა ოცნებამ" თავი, სააკაშვილის ზიზღისა და შიშის გამო, საუკეთესოდ გამოჩნდა უკრაინელი მეზღვაურების საქმეში. 

მხოლოდ გაუგებარი, დაუმტკიცებელი და დაუმტიცებადი ეჭვის გამო, რომ სააკაშვილი თურმე იახტით აპირებდა საქართველოში შემოპარვას, ხელისუფლებამ ისეთი სიგიჟე მოაწყო, რომელიც ლაქას სცხებს არა მარტო "ქართულ ოცნებას", არამედ, სამწუხაროდ, მთელს ქვეყანას. 

მითუმეტეს, როდესაც საქმე მეგობარ უკრაინას ეხება და როდესაც საქმე იქამდე მიგყავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ჩამოდის შენი უსამართლო გადაწყვეტილების გამო და მერე იძულებული ხდები საერთაშორისო სირცხვილის თავიდან ასაცილებლად შენმა პრეზიდენტმა დილაადრიან სასწრაფოდ შეიწყალოს აზრსმოკლებულ ტყვეობაში ჩაყრილი უკრაინელები! 

რა არ მოიგონეს? რა არ გააკეთეს? - ჯერ ხო კომედია გამართეს იახტაზე და წყალქვეშ მიშას საპოვნელად, მყვინთავების მონაწილეობით; მერე მეზღვაურები დააპატიმრეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს არ-არსებული დანაშაულის გამო; მერე ციხეში ისეთ დღეში ჩაყარეს, რომ უკრაინელები იძულებულები გახდნენ პროტესტის ნიშნად ეშიმშილათ; ამასობაში მათი იახტა ისე ველურად დაამტვრიეს და გააუბედურეს, რომ ციხიდან გამოსული მეზღვაურები ვერც კი ხვდებიან, ძალითაც რომ გინდოდეს, რანაირად უნდა მოახერხო იახტის ასე დაზიანება! 

8-თვიანი იძულებითი ტყვეობის შემდეგ უკრაინელი პატიმრები სამშობლოს დაუბრუნდნენ. აქამდე საქართველოს მეგობრად თვლიდნენ, მაგრამ ახლა, ალბათ, აქ ჩამოსვლის სურვილო აღარასდროს გაუჩნდებათ. 

სტრასბურგში კი კიდევ ერთი სარჩელი შევიდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენდა სამარცხვინოდ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი