გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის " ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით მიმდინარეობს. ხანგრძლივი დისტანციური პროცესების შემდეგ გიორგი რურუა სასამართლო დარბაზში პირველად გამოცხადდა. მისი პროცესზე დასწრება თავად სასამართლომ მოითხოვა. ამ წუთებში სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები იკითხებიან.

გიორგი რურუას ადვოკატის თქმით, თუკი სამართალდამცველების დაკითხვის შემდეგ რაიმე ახალი გარემოება გამოიკვეთა, ის ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობას კვლავ დააყენებს. უფლებადამცველმა ევროპარლამენტარების განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც, ისინი გიორგი რურუას საქმეს გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმედ მიიჩნევენ.

გაგრძელდება ბარლდების მხარის მოწმეების დაკითხვა. კერძოდ, გამოძახებული ჰყავს პროკურორს სამი ექსპერტ-კრიმინალისტი. ესენი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ავტომობილის ჩხრეკაში. რაც შეეხება შუამდგომლობის დაყენებას, დაგეგმილი არ გვაქვს. არ ვაყენებთ იმიტომ, რომ აღკვეთის ღონისძების შეცვლას სჭირდება ახალი გარემოება, - ამბობს გიორგი რურუას უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

რურუას დაცვის მხარემ წინა სხდომაზე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე სასამართლოსგან უარი მიიღო. ადვოკატის თქმით, იგივე შინაარსის შუამდგომლობის დაყენების საფუძველი მათ არ აქვთ, რადგან გუშინწინდელი სხდომის შემდეგ ახალი გარემოება არ გამოვლენილა. 

როდესაც სასამართლო არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის აშკარა გავხადოთ ის, რომ გიორგი არის უდანაშაულო და მას სასროლი იარაღი ჩაუდეს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მათ შორის, ევროპარლამენტარები საუბრობენ გაყალბებულ ბრალდებაზე და აფასებენ ამ საქმეს, როგორც გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმეს, - ამბობს ადვოკატი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი