წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი, ამორალურია - მდინარაძე დეკანოიძეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დეკანოიძემ სხდომაზე 
სიძულვილის პლაკატებზე ისაუბრა, რომელიც ორი დღის წინ დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა. თქვა, რომ სიძულვილი, ზიზღი და აგრესია ერთადერთია, რასაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი საზოგადოებას სთავაზობს.

"სიძულვილი, ზიზღი აგრესია, რომელიც როგორც ჩანს, უმრავლესობისა და თბილისის მერის კანდიდატის ერთადერთი შეთავაზებაა, იმიტომ, რომ მეტი შეთავაზება არ არსებობს, ეს არის ყველაფერი ის, რაც რეალურად ქმნის იმ ფონს, როდესაც საზოგადოება ამ ყველაფრით იმდენად დაიღალა და სხვათა შორის, ეს მერიამაც შეამჩნია, როცა თქვა, რომ სასწრაფოდ ავიღებთ ამ ბანერებსო.

ბატონო კახა და ძვირფასო საზოგადოება, გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად აქვს სიყალბის ხასიათი, ნამდვილად აქვს ფარისევლობის ხასიათი,-თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის ამ განცხადებას უპასუხა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც უთხრა, რომ ზიზღის კამპანიაზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან "ამორალურია". 

"თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი, უბრალოდ ამორალურია. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგალითად, თქვენი ტელევიზიის დირექტორის დედის გინებას პირდაპირ ეთერში, თან ძალიან ფართო სპექტრის მიმართ, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია, თავადაც აცხადებს ამას, ოღონდ რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ასე გაწყობთ, ეს ყველაფერი უნდა მიემართოს კალაძისკენ",-თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის ჰომოფობიური პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც გააკრეს. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი