დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ამბობს, რომ სიძულვილის შემცველი პოსტერების გაკვრისთვის მხოლოდ ორი პირია იდენტიფიცირებული და 1 000 ლარით დაჯარიმებული.
ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მსგავსი პოსტერების გაკვრა ძალადობის წახალისება, ბასილაია არ პასუხობს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რამ განმეორდება, პირები, ვინც პოსტერები გააკრა, კვლავ დაჯარიმდებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში 3 პირი ჩანს, რომელთა ამოცნობას საკმაოდ მარტივია.
"ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ორია იდენტიფიცირებული, როგორც კი იდენტიფიცირდება დამატებითი პირები, აუცილებლად დაჯარიმდებიან.
ეს ქმედება იყო უკანონო და შესაბამისად დაჯარიმდა ჩვენი მხრიდან და კიდე თუ გამეორდა დაჯარიმდება",- თქვა ანდრია ბასილაიამ.
ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის ჰომოფობიური პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც გააკრეს. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.
იხილეთ ასევე: