"ქართული ოცნება" ფართომასშტაბიან რეპრესიებზე გადადის. ოლიგარქის კლანმა ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალ და კრიტიკულ არხებს ღია ომი გამოუცხადა. სამთავრობო ტრიბუნიდან წახალისებული და ამავე დროს მართული ძალადობა ჟურნალისტებს ყოველდღიური საფრთხის ქვეშ აყენებს.
ახლა "ოცნებისთვის" მთავარი ოპონენტიც და მტერიც მეოთხე ხელისუფლებაა, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც სამთავრობო დაჯგუფება ვერ აკონტოლებს და ყველა ხერხით ცდილობის მის დამორჩილებას. ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. მხოლოდ დღეს, ქალაქის სხვადასხვა წერტილში, ერთმანეთის პარალელურად კრიტიკული არხების წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
27 ივლისი "ოცნებამ" ახალი სახელისუფლებო სანქციის ამოქმედებით დაასრულა. საგადასახხადო სამსახურმა მთავარი არხის ფინასების შესწავლა დაიწყო
27 ივლისის მოვლენათა ქრონოლოგია ასეთია: