ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონის და კორონავირუსით გარდაიცვალა, რის გამოც მისი 3 შვილი ჯანდაცვის მინისტრსა და საავადმყოფოს დირექტორს თავს დაესხა. მათ ისინი სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ემომალი რაჰმონის და, საავადმყოფოში გადაყვანიდან 10 დღეში გარდაიცვალა, ის 64 წლის იყო. მისი სიკვდილის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მედია წერს, რომ ის Covid-19-ით გარდაიცვალა.
ცემის შემდეგ საავადმყოფოს დირექტორი და ჯანდაცვის მინისტრი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მათ გარდა პრეზიდენტის დისშვილებმა ასევე სცემეს კლინიკის რამდენიმე თანამშრომელიც.
მედიის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ასევე Covid-19-ისგან გარდაიცვალა ემომალი რაჰმონის სიდედრი 88 წლის უზბეკბი ასადულოევა. კორონავირუსი აქვთ პრეზიდენტის სიძესაც.
პრეზიდენტს და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის მინისტრის ცემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს არ პასუხობენ.
ქვეყანაში ვირუსის თავდაპირველი გავრცელების დროს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვეების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ ტაჯიკეთში კორონავირუსის შემთხვევები არსებობდა. მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვა.