ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის აზრით, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა, რადგან ამ პროცესშიც ინფირიცრება ხშირია. მისი აზრით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და დისტანციაა.
"მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირი არის ინფიცირება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოსახლეობას ამისთვის აქვს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან ერთად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. დიპლომატმა საზოგადოებას კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაცით აცრისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.