კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ 5 ივლისის მოვლენების გამოძიების შეფასება მის "კომპეტენციაში არ შედის". თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან მის მიმართ არსებულ მთავარ შეკითხვებს არ პასუხობს, "მთავარი არხის" ჟურნალისტს კი ცინიკუკურად ესაუბრება: ვაიმე რა მკაცრი ხარ?....უნიჭოდ მბაძავთ,-უთხრა მან "მთავარის" ჟურნალისტს.
თეა წულუკიანი არც 5 ივლისზე საუბრობს და კონკრეტულად არ ამბობს, როდის დაისჯებიან 5 ივლისის ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, მისი თქმით, ეს მაშინ მოხდება, "როცა გამოძიება დასრულდება".
"როცა დასრულდება გამოძიება... ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის",- თქვა მან.
წულუკიანს აღარ უპასუხია კითხვისთვის შედის თუ არა მის კომპეტენციაში ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა, რაც შეეხება მისი ქმრის პოსტს, წულუკიანმა თქვა, რომ "მას მაინც თავი დავანებოთ".
ჟურნალისტებთან წულუკიანი არც იმას აკონკრეტებს, სად არის "მთავარი არხის" მიკროფონი და როდის დააბრუნებს მას.
კულტური მინისტრი მთავრობიდან ერთადერთი არ არის, ვინც ჟურნალისტებთან კომენტარი არ ისურვა. მედიის წარმომადგენელების მთავარ კითხვებს, არც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა.
მედიასთან საუბარი არ ისურვეს არც უმრავლესობის სხვა წევრბმა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიებს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ.