უსაფუძვლოა ეს ეჭვი - მდინარაძის მტკიცებით, "ოცნებას" 43%-ის ვერაღების არ ეშინია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის ვერაღების არ ეშინია. შესაბამისად, მისი მტკიცებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ამას არ უკავშირდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძე ირწმუნება, რომ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" 43%-ზე "გაცილებით მეტს აიღებს".

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე ეს თქვენი კითხვა იქნება არააქტუალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ავიღებთ გაცილებით მეტს. [გაყალბებას] რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. გაყალბებული არჩევნები იყო, თქვენი, ზოგიერთების ნარატივი, რწმენამდე ატანილი, თუმცა ბოლო დღეებში განსაკუთრებით წერტილი დაესვა... უსაფუძვლოა ეს ეჭვი",- თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი