ეს არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობაში - საია შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე ამბობს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და დაბრუნებაა 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობაში.

"ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა, ეს არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წარსულში, 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობაში, მდგომარეობაში როდესაც ქვეყანა იმყოფებოდა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და მაღალ პოლარიზებულ გარემოში. 

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს საკითხი ფაქტორბივად ისე გამოიყვანა "ქართულმა ოცნებამ", რომ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა. 

მისივე შეფასებით, "ვადამდელის" შესაძლებლობა ხელისუფლებამ გამორიცხა და მის ნებას დაუქვემდებარა. 

შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი