თბილისის მერი კახი კალაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება", მთელი ქვეყნის მასშტაბით,
თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტს მიიღებს. კალაძის თქმით, ამას "ყველა მალე დაინახავს".
დედაქალაქის მერი, მმართველი გუნდის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იყო, თუმცა როდესაც პოლიტიკური პირები დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლებოდა.
"ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. ზოგადად, შეთანხმება როდესაც ფორმდება ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც ადამიანები, კონკრეტული პარტიები, პოლიტიკური პირები, შეთანხმებას ხელს არ აწერენ, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ძალიან ვრცლად ისაუბრა დღეს პარტიის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ყველა ძალიან მალე დავინახავთ, თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება ექნება ქართულ ოცნებას და რა შედეგს დადებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არა მხოლოდ თბილისზეა საუბარი, მთელი ქვეყნის მასშტაბით",-თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.