თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია "ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება:
ოცნებამ 50 პროცენტი ხო აქამდეც არ მქონდაო, ამიტომ 43 მოვიგონეო, მაგრამ ეხლა 43 იც აღარ მაქვს და საერთოდ ხალხის მხარდაჭერა არ მაქვსო, მაგრამ კაბინეტში ჯდომა მაინც მინდაო. ვერ მოგართმევთ! დღეს იყო მარცხის აღიარება. არალეგიტიმურები და თავხედები რომ არიან დღეს არ გამიგია, - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.