საერთაშორისო თაღლითობა გრძელდება.... ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საერთაშორისო იმიჯზე - მარგველაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელიწადია დაკავებულია პარტია "ქართული ოცნება" და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს. 

ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. აქვე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს პირადად შარლ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რაც უნდა დავინახოთ ამაში ქართველებმა - ხვალ და ზეგ რომ ჩაგიწერონ კონსტიტუციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირი, რომელიც პირადად ასახელებს პრემიერებს დ ეს მოგაწოდონ, როგორც საქართველოს კონსტიტუცია და კანონი, ამას დღეს თუ გავატარებთ მშვიდად და წყნარად და ამას რაღაცა პოლიტიკურ განმარტებებს მივცემთ, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი