გადაიდოს თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

"ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები", - ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ.

როგორც კახა ოქრიაშვილი ამბობს, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, მმართველი გუნდი, 43%-იან ბარიერს ვერ ლახავდა და სწორედ ამიტომ ტოვებენ შარლ მიშელის დოკუმენტს.

"მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, "ოცნება" დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად. მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით", - ამბობს ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, ის გააგრძელებს საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი