დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურად სრულად გაკოტრებული "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი გამხდარიყო, ანულირებულია. "ქართული ოცნება" კიდევ ერთ და ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას უცერემონიოდ არღვევს.
თუ ამ დრომდე მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან მაინც ცდილობდა სახის შენარჩუნებას, არჩევნების წაგების შიშმა ოლიგარქის კლანს წონასწორობა დააკარგინა. ივანიშვილის გუნდმა გაიწვია ხელმოწერა იმ დოკუმენტიდან, სადაც თავად ჩადო ნელი მოქმედების ნაღმი.
მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გაკეთებული ყველა განმარტება უარგუმენტოა, რადგან "ოცნების" სვლა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილის რეჟიმს არა თუ 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი აქვს, "ოცნების" პოლიტიკური დასასრული ახლოვდება.
და ამ დასასრულს ოლიგარქი უკიდურეს აგრესიას და რადიკალურ გეგმას უპირიპირებს დიქტატურის დასამყარებლად.
იხილეთ ასევე: