"ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს" | კრამონი საქართველოში ჩამოდის

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველმა გუნდა შარლ მიშელის დოკუმენტი ღიად ანულირებულად გამოაცხადა.

ევროპარლამენტარი Twitter-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუს შემდეგი სათაურით, "საქართველოს საგარეო მინისტრი: ჩვენ გვჭირდება პოსტ 2020 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა" აზიარებს და წერს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ "განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს". 

"საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, [დავით ზალკალიანის] ეს ინტერვიუ, განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. 19 აპრილის შეთანმხება ევროკავშირთან "ქართულმა ოცნებამ" ღიად ანულირებულად გამოცხადა", - წერს კრამონი. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახლა კიევშია და საქართველოში მოდის.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი