ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა "ქართული ოცნების" წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია - კრამერი

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა "ქართული ოცნების" წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია", - ასეთ კომენტარს აკეთებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით. კრამერის კომენტარს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" სიტუაციას დასცინის" და მთელი პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრსა და "ქართულ ოცნებას" ეკისრება. 

"პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. "ქართული ოცნება" არსებულ სიტუაციას დასცინის. წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, "ქართულ ოცნებას" და ბატონ ივანიშვილს", - ამბობს კრამერი.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი