აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება. სენატორი წერს, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს:
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს და არა – ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს" , - წერს ჯიმ რიში.
ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.