მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა​, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "დროას" ლიდერი და ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება. წერს, რომ ოპოზიცია ახლა მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა იყოს ორიენტირებული:

"ოცნება" რომ გადამგდებია ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43-ზე უარს ამბობს, რადგან იცის, ვერ აიღებს. ამიტომ მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე. სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა პირიქით", - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი