"ეს ნამდვილად სამწუხაროა" - ჯო ბაიდენის მრჩეველი "ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე მისი ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე ეხმაურება. 

ეს ნამდვილად სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო კანონის უზენაესობას, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და თანაბარი პირობების მხარდაჭერას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია მას დაშორდა, - წერს კარპენტერი.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი