ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი - ზალკალიანი ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აზრით, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულება დასავლურ მომავალზე უარის თქმა არ არის.

ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებენ საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნან, რატომ თქვა, მმართველმა გუნდმა, დოკუმენტზე უარი, ზალკაიანმა თქვა: "ეს ჩვენი საქმეა".

"ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის",- თქვა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი