ნაცმოძრაობის და ოკუპანტი ქვეყნის გარესპიკერი - იონათამიშვილი პავილიონისს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონსს აკრიტიკებს და მას რუსეთისა და "ნაციონალური მოძრაობის" საერთო გარე სპიკერს უწოდებს.

მისივე აზრით, პავილიონისი საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი არაა და მისი განცხადებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემსახურება. იონათამიშვილი მედიისა და უმცირესობების უფლებებზე პავილიონისის კრიტიკამ გააღიზიანა.

"პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი - მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია. [...]

ნაცების მეგობარი ჩვენ “გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს…

როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ.

ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ", - წერს იონათამიშვილი. 

ცნობისთვის, პავილიონისმა "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას ავტოკრატიაზე მიუთითებს. მისივე განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყნებში ოპონენტს რადიკალად არ მოიხსენიებენ და ყველას აზრს პატივს სცემენ. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი