შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ, "ქართული ოცნების" დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს დასავლეთისთვის უარი არ უთქვამს და ეს მხოლოდ "ინტერპრეტაციაა"
"ჩვენ დასავლეთისთვის უარი არ გვითქვამს, თქვენი ინტერპრეტაციაა ეს",-თქვა მან.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ ნანობს "ოცნების" წევრი რომ გახდა, ელისო ბოლქვაძე ასე პასუხობს: "არასოდეს"
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.