არ გვინდა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს - კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამინი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით ევროპარლამენტარები იმედგაცრუებული არიან.

კრამონის თქმით, მიუხედავად შეთანხმებიდან გასვლისა, მიშელის დოკუმენტს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

"მიუხედავად ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლისა, მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი ამას გაიგებს. ასევე გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს თავისი კულტურითა და ტრადიციებით. მას შეუძლია ეს ტრადიცია თავისი სურვილისამებრ შეინარჩუნოს. პარლამენტის წევრებთან შესახვედრად და სასაუბროდ ჩამოვედით. მინდა კოლეგებთან პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ვისაუბრო. მმართველი პარტიის ბოლო მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს",- თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა კიევში მყოფი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოვიდა. ის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს.

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი