ბიძინა ივანიშვილის იმპულსები სულ უფრო ავტორიტარული ხდება - ჰამილტონი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი დანიელ ჰამილტონი ეხმაურება. "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი დროა, როცა უნდა აჩვენოს როგორია მისი საგარეო კურსი.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი "ქართულმა ოცნებამ" მოაწერა, რადგან ხელისუფლებაში სწორედ ისინი იმყოფებიან, მაგრამ პირობა ქვეყნის სახლით არის გაცემული და მისი დარღვევა, სწორედ საქართველოს სახელს აყენებს ეჭვქვეშ. 

"თუ მთავრობას სურს, რომ სანდო იყოს, მან უნდა შეასრულოს ის პირობები, რომელსაც დებს. ამიტომ "ქართული ოცნების" გასვლამ შეთანხმებიდან, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მიერ გაცემული პირობების ფასი. რა თქმა უნდა, ამას სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ გზაზე და ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვემხრობით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს და შეთანხმებების ერთგული რჩება. 19 აპრილის შეთანხმება არ გაფორმებულა უბრალოდ "ქართულ ოცნებასა" და ევროკავშირს შორის. ეს იყო შეთანხმება, რომელსაც უბრალოდ  ხელი მთავრობამ მოაწერა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ყველა ოპოზიციური პარტია დადგეს მტკიცედ მიშელის შეთანხმების დასაცავად. ეს შეთანხმება ემსახურებოდა საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებასა და სტაბილურობის დამყარებას. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს მთავრობაზე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,რომლებიც უკიდურესად შეშფოთებულები არინ",- ამბობს დანიელ ჰამილტონი. 

დანიელ ჰამილტონმა საქართველოსთვის დასავლელი პარტნიორების მიერ სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანქციები ყველაზე მეტად არა ივანიშვილის პარტიის წევრებს, არამედ ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ.

"დასავლელი პარტნიორები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ სიტყვა სანქციების წარმოთქმისას ან საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემაზე საუბრისას, რადგან სანქციები ყველა ქართველს ავნებს და არა მარტო ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრებს. ვფიქრობ, გზავნილი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რაც უფრო გადის დრო ბიძინა ივანიშვილის იმპულსები სულ უფრო ავტორიტარული ხდება. მან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას -დაწყებული "ლგბტ" საზოგადოების უფლებების დარღვევიდან, დამთავრებული უთანხმოებით ევროკავშირთან.",- აღნიშნა ჰამილტონმა.  

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი