საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს - იან კელი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება.

ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს. არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება, - წერს კელი. 

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი