ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება - გახარია "ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება შიშის გამოხატულებაა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა უჭირს. 

ეს კომენტარი გახარიამ მედიასთან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩემთვის პერსონალურად, ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებში, გადაწყვეტილებებში. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ჩემთვის ეს დიდი იმედგაცურებაა, ყველაფერს აკეთებს, და აქ დღეებზეა საუბარი სინამდვილეში.

ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი რაც ეხლა ხდება", - თქვა გიორგი გახარიამ. 

ჟურნალისტის კითხვას, გაბედავდა თუ არა "ქართული ოცნება" მსგავსი გადაწყვეტილების ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მირებას გახარია პასუხობს:

"დღევანდელი მმართველი პარტიის პარტიის ხელმძღვანელობის, ბოსების გაბედულობაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა".

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი