ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად - ღარიბაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ ყველა ვალდეულება ცალმხრივად შეასრულეს.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, ეს ითქვა საჯაროდ და მე მინდა აქვე დავადასტურო, ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. რა თქმა უნდა ჩვენ, მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 მან დღეს ჟურნალისტებთან ხუმრობაც სცადა და ჟურნალისტების კითხვას როდის აპირებდა პასუხისმგებლობის აღებას უპასუხა - "დღეს".

კრიტიკული კითხვების შემდეგ კი ღარიბაშვილმა კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი