ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. დღეს დილიდან ის ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ირკვევა, რომ საუბრის მთავარი თემა "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.
ის უკვე შეხვდა მოძრაობა "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, ასევე პარტია "ხალხსისთვის" ლიდერს, ანა დოლიძეს და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.