"მეუბნებოდა მი**** გამიკეთეო" - გორში პოლიციელს, ძალადობის გარდა, სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

გორში ცოლ-ქმარი პოლიციის თანამშრომელს ძალადობაში ადანაშაულებს. წყვილი "მთავართან" კონკრეტულ პოლიციელს ასახელებს, რომელიც მათი მტკიცებით, ყოფილ მსჯავრდებულებს აგენტ-პროვოკატორობას აიძულებს.

სავარაუდო მოძალადე სამართალდამცველი თეიმურაზ გაბინაშვილია, მისი სახელი საკმაოდ გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს.  

38 წლის სერგო ბიჩინოვი ამბობს, რომ პოლიციელი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მისი თქმით, აიძულებდა სხვებისთვის ნარკოტიკი ჩაედო. კაცმა ამის გამო თვითმკვლელობა 2-ჯერ სცადა. რაც შეეხება მის ცოლს, ქალი სექსუალური შევიწროების შემთხვევას იხსენებს:

"2013 წელი იყო, ახალი გამოსული ვიყავი პირველი "სროკიდან", ძველი საპატრულო იყო, მანდ მანქანაში ჩავუჯერი, მე დალევა მიყვარდა, ცოტა ისე გავიზარდე ბავშვობიდან, მარტო და რაღაცა კონიაკები რაღაცეები აიღო, დავლიეთ, შემდეგ გაბინაშვილი მეუბნებოდა, ბოდიში და მი**** გამიკეთეო, ზიზი ღონდა ჩემს მიმართ, თან ესეც უნდოდა გაეკეთებინა, უარესად მეც დავემცირებინე", - ამბობს ქალი.

მისი თქმით, სექსულური კავშირის მოთხოვნა ერთხელ ჰქონდა. 

"ძალიან ცუდად ვარ, მეშინია რაღაცას გაგვიჩალიჩებენ, ჩემ მეუღლეს წაიყვანენ, დაგავანებონ თავი", - ამბობს ის.

"მთავარი არხი" სამართალდამცველთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოდის. მისი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ პოლიციელი ამ დროისთვის სამსახურში არ იმყოფება. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი შსს-ს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი