"ფაიზერით" ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდება - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერით" ვაქცინაცია ამბოლატორიულ დაწესებულებებში შესაძლებელი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს იმუნიაზაციის საბჭომ მიიღო.

გაბუნიას თქმით, "ფაიზერის" ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მზაობა შვიდმა დაწესებულებამ გამოთქვა. 

"ფაიზერით ვაქციანცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებში. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს. ექსპერტების ჯგუფმა, ასევე, უწყებათა შორისი საბჭოს წევრებმა 
სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაიზერით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები", - თქვა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ გამოთქვა მზაობა "ფაიზერის" ვაქცინაციის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით.

აქამდე "ფაიზერით" ვაქცინაცია მხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა. გაბუნიას განმარტებით, გვერდითი რეაქციები აცრის შემდეგ არის მინიმალური.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი