19 აპრილის ანულირებული შეთანხმება, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები და სასამართლოს ჩავარდნილი რეფორმა - ეს არის მთავარი თემები, რომლებსაც ევოპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში განიხილავს.
პოლიტიკური პარტიების შემდეგ, ის სამოქალაქო სექტორის წევრებს ხვდება.
მნიშვნელოვანია, არჩევნების მიმართ იყოს ნდობა მოქალაქეების მხრიდან. ეს არის აქ მთავარი. ცხადია, თუ სურვილი არ ექნება მმართველ პარტიას ამისი, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის როლიც მნიშნელოვანია ამ ყველაფერში, თუმცა მმართველ პარტიაზეა მთავარი პასუხისმგებლობა, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
იხილეთ ასევე: