ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირების შემდეგ ის თბილისში რამდენიმე საათში ღამითვე ჩამოფრინდა.

აეროპორტში ევროპარლამენტარს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პოზიცია გუშინ Twitter-ზე გამოხატა: 

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი