"ქართული ოცნებამ" შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადახედოს და შეცვალოს, - ამის შესახებ "ოცნების" ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საუბრობს.
უნდა გავითვალისწინოთ სხვა პოლიტიკური სუბიექტების აზრი, საზოგადოების აზრი და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, რას ვაპირებთ... გარემოებები შეიცვალა და გამოჩნდა, რომ არათუ კონსენსუსისკენ მივდივართ, არამედ კონფროტაციის უფრო მაღალ ხარისხზე მივდივართ...არ ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს ეს ქვეყანა, ბევრჯერ მითქვამს, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ქვეყანა, რომელსაც ემსახურება პოლიტიკური პარტია, რომელსაც მანდატს აძლევს ხალხი და ამ მანდატით უნდა იმოქმედოს ყველამ, - ამბობს ვოლსკი.
პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით:
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.