საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ის ძალაში დარჩება. მისი თქმით, ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არაა და გააგრძელებენ მოწოდებებს, რომ ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია მოაწეროს, ხოლო ვისაც მოწერილი აქვს მის შესრულებას შეუდგეს.
"ყველა იმ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა, მათ შორის ჩვენსაშიც მკაფიოდ ჩანს საქართველოს მეგობრების იმედგაცრუება, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთანხმებიდან გასვლამ გამოიწვია. მიგვაჩნია რომ ეს ქართველი პოლიტიკოსების 6 თვიანი მოლაპარაკებების გზით მიღებული საუკეთესო გზამკვლელვია და ის საქართველოსთვის საჭირო რეფორმებს შეეხებოდა.
ხელმომწერებმა პირობა დადეს, რომ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდნენ. ვიმედევნობთ, რომ შეთახნმება ძალაში დარჩება და ეს შეთახნმება იქნება იმ რეფორმების გზამკვლევი, რაც დოკუმენტით არის გათვალისინებული. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მისი მიღების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლიდერები მონაწილოებდნენ. იმედი მაქვს რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელისმომწერი მხარეები აღებულ ვალდებულებებს, კეთილსინდისიერების პირობის დაცვით შეასრულებენ. სანქციებზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი რომ ეს შეთნხმება შესრულდეს. გავაგრძლეებთ მოწოდებებს რათა ყველამ მხარემ შეთხნმეაბს ხელი მოაწეროს, ხოლო ვისაც უკვე მოწერილი შეთნხმების შერულებას შეუდგნენ", - თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.