ის რომ აქ ჩამოსულმა შეიძლება ცოცხალმა ვერ გააღწიოს, ერის ტრაგედიაა - ილო ბეროშვილი

გამოქვეყნდა:

მასხიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი თბილისში 31 წლის ავსტრიელი ქალის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება. ამბობს, რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავთან უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა თუ არა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჰაერი სიძულვილითაა გაჟღენთილი.

"ის, რომ ჩვენ ყველაზე სტუმართმოყვარე ერს ვეძახით საკუთარ თავს და სტუმარს ჩამოსვლაც კი ეშინია აქ იმიტომ, რომ უბრალოდ ცოცხალი შეიძლება ვერ გადარჩეს და ვერ გააღწიოს ქვეყნიდან, არის ერის ტრაგედია. რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, რომ ეს არის ერის ტრაგედია, რაც უფრო მალე გადავდებთ პირად გემოვნებას, იქნება ეს პოლიტიკური გემოვნება, განსხვავებული სოფმხედველობა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკუთარ თავებში ძალა ვიპოვოთ, ჯერ იმის, რომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი, და მერე გავაკეთოთ უბრალოდ არჩევანი საკუთარი თავისთვის, გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?! სადაც სიძულვილით გაჟღენთილია ჰაერი", - თქვა ილო ბეროშვილმა. 

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი