"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ კრებსებს ფეიკ ნიუსს უწოდებს და ამბობს, რომ იგივეს დაწერა ფურცელზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
"სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწერს, ნ.ჯ.-მ რა უთხრა, ნ.კ.-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ყალბი დეზინფორმაციები და ფეიკ ნიუსები, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს. ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით ვინ არის ნიკა გვარამია", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატი გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება "პროვოკაციის ხავსის შექმნის" მცდელობაა, რასაც ნიკა გვარამია ცდილობს თვითონვე ჩამოეკიდოს.
გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.
ამავე თემაზე: