შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით არ პასუხობს შეკითხვას, რატომ არაა დასჯილი ამ დრომდე ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, მათ შორის ზურა მახარაძე და გურამ ფალავანდიშვილი.
"გამოძიება დაწყებულია, თუმცა სტანდარტები თუ არ გამოიკვეთა დანაშაულის და დაკავების სტანდარტები თუ არ იქნება მე რა უფლება მაქვს. 31 ადამიანი დაკავაკეთ, ცოტა არ დაგვიკავებია.
კიდევ ერთხელ ვგმობ, არ მინდა ხოლმე დაკონკრეტება, მაგრამ ისევ ჩავალ მაშინ დეტალებში, 6 ჟუნრალისტი იყო მძიმედ დაზიანებული, სამწუხაროდ, ერთ-ერთი იყო ლაშქარავა და 17 ჟურნალისტი იყო მსუბუქად დაზიანებული. 53 ადამიანის ცემა არ ყოფილა, ფაქტები მოიტანეთ მაშინ, მობრძანდით, ესე ხომ არაა, ასი კაცი სცემეს ვთქვათ დააკავეთ ათასი კაცი", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ ძალადობის ორგანიზატორები გამოკითხა, თუმცა არცერთი ამ დრომდე დაკავებული არაა.
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ: