თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ილვესი

გამოქვეყნდა:

"თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის" - ასე აფრთხილებს საქართველოს, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი "ამირიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ტომას ილვესის განმარტებით, თუ ქვეყანამ მეგობრების ხმა არ გაიგო, მას მტრის მოსმენა მოუწევს.

"თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის. ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს შიდა ბრძოლები სწორედ დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით და ევროკავშირს არანაირად არ სურს ამ მიმართულებით დამატებითი თავისტკივილი გაიჩინოს. რატომ უნდა გეშინოდეთ დამოუკიდებელი სასამართლოსი? მითუმეტეს მაშინ, როცა ეს იმ ლიგაში მოგაქცევთ, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან? დამოუკიდებელი სასამართლოს შიში არანაირი საღი აზრის ქვეშ არ ექცევა - არანაირი. იმიტომ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება - დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანონზე დაყრდნობით და არა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის მთავრობაში", - თქვა მან. 

ილვესი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასაც გამოეხმაურა - მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ხელისუფლება ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდეს.

"დემოკრატიების უსაფრთხოების ალიანსის" დირექტორი, ლორა თორნტონი კი ამბობს, რომ უკმაყოფილება გროვდება და მოდის დრო, როცა მეგობრებმა შეიძლება თქვან, რომ ეს უკვე საკმარისია და საქართველოსთან ურთიერთობას გადახედონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი