უკრაინის დედაქალაქ კიევში არასამთავრობო ორგანიზაციის," ბელარუსული სახლი უკრაინაში" ხელმძღვანელი და აქტივისტი, ვიტალი შიშოვი გარდაცვლილი იპოვეს- ამის შესახებ "დოიჩე ველე"  წერს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის შიშოვის კოლეგები ყვებიან, ორშაბათს ის, სავარჯიშოდ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მეგობრების მტკიცებით, მას "უცხო" პირი აედევნა, რის შემდეგაც შიშოვის კვალს ვეღარ მიაგნეს.

"ბელარუსიის სახლმა უკრაინაში" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიტალი შიშოვს უთვალთვალებდნენ, ხოლო წყაროები აფრთხილებდნენ, რომ სხვადსხვა პროვოკაციები მზადდებოდა მის წინააღმდეგ, საუბრარი იყო გატაცებასა და მის მკვლელობაზეც.  

უკრაინის პოლიციის ცნობით, ბელარუსის მოქალაქე, 26 წლის,  ვიტალი შიშოვი  დღეს, 3 აგვისტოს, კიევის ერთ -ერთ პარკში, ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. უკრაინის ხელისუფელბის განცხადებით, გამოძიება უკვე დაიწყო და ისინი ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის შესაძლო "მკვლელობას, შენიღბული თვითმკვლელობით".

შიშოვი უკრაინაში ბელარუსიიდან გაქცეულ და დევნილ ადამიანებს ეხმარებოდა საცხოვრებელი სახლის პოვნაში, ასევე, დასაქმებასა და იურიდიული მომსახურების მიღებაში. უკრაინა, ისევე, როგორც პოლონეთი და ლიეტუვა, ბელარუსი ხალხისთვის თავშესაფარი გახდა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო იდევნებიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი