მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაქსიმალურად იქნებიან მობილიზებულები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ამ თემაზე მან ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.

"არჩევნების დღეს რაც შეეხება, მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი