მცხეთის სოფელ მუხრანის ცენტრიდან 23 წლის გოგო, 40 წლამდე კაცმა სამ თანამზრახველთან ერთად გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა გოგო სამუშაო ადგილს კეტავდა. ამ წუთებში დაზარალებული პოლიიცის განყოფილებაში იმყოფება.
მშობლებს ამ დრომდე მისი ნახვის საშუალება არ აქვთ, უცნობია როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამტაცებელს მანამდე შემაკავებული ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
"მანამდე ხელწერილი ჰქონდა მუხრანის განყოფილებაში, 15 დღის წინ გაფრთხილება მივეცითო, არანაირი პრობლემა არ იქნებაო, მოიტაცა ჩემი გოგო ოთხი ბიჭით. ხელწერილი იაღეს. [...]
მთავრობასაც ვთხოვ, რომ მოდიან ხმა მოგვეცით, ეს არის რომ გვერდში გიდგებოდით?! ეხლა რა ხდება. 40 პოლიციის მანქანა იყო, მთელი დღე აქ გავათენეთ", - ამბობს გატაცებული გოგოს მამა, რაშიდ არიოღლი.
გატაცებულის ბაბუა, ალი ნეფალოღლი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მეექვსეა ვისაც ბრალდებული ასე მოექცა. ამავე თემაზე: