პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ მედიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტელევიზიების უმეტესობა ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას აღვივებს. მისი თქმით, სატელევეზიო არხების უმეტესობას და პოლიტიკოსებს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით დისკურსი არ გააჩნიათ.
ღარიბაშვილმა ისინი საზოგადოების "დაზომბირებაშიც" დაადანაშაულა.
"ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, დროებით, გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როცა ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას. ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით დიპლომატების გაწეულ ძალისხმევას.
ახლა მოდით, 1 წამით დავფიქრდეთ, თუ რას ხედავს აფხაზი, ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს, სატელევიზიო გადაცემებს. ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ, უსმენენ - ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას პირდაპირ უნდა ითქვას და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენ შიგნით. არავითარი დისკურსი, არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს ვგულისხმობ უმეტესობას სატელევიზიო არხების და პოლიტიკოსების ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მთელი საზოგადოება სურთ, რომ დააზომბირონ, ამ სიტყვას ვიხმარდი",- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
იხილეთე ასევე: