რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროვებულ უკანონო მოსმენებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ყველა უწყება კანონით დადგენილ მოსმენებს ახორციელებს.

"სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. თქვენ რაზე საუბრობთ არ ვიცი, თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია, თქვენ არ ხართ დამოუკიდებელი. ეს ჩემი უფლებაა მოვიწონო თუ არ მოვიწონო. [...] 

ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძრური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, რა თქმა უნდა, ზედმეტი, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან აღარ უპასუხა დამატებით კითხვას, თუ რას ეტყვის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩანაწერების შინაარს ადასტურებენ. 

ცნობისთვის, პირველ აგვისტოს გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს. 

გავრცელებულ კრებსების შინაარსი დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის გიორგი მშვენიერაძემ და გურო იმნაძემ. გარდა ამისა, ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს "რადიო თავისუფლებისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი