მიუხედავად ოპოზიციის დიდი სურვილისა, ასე არ მოხდება - "ოცნება" სანქციებს არ ელოდება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება არ განაპირობებს იმას, როგორი ურთიერთობა ექნებათ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოსთან. მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, დოკუმენტზე უარის თქმა შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა.

"19 აპრილის შეთანხმება და ის შიდაპოლიტიკური პროცესები, თუ გავმიჯნავთ ამას ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისგან, იქნება ჩვენთვისვე კარგი. 19 აპრილის შეთანხმებაში იყო იმაზე მეტი, ვიდრე შიდაპოლიტიკური პროცესები შეიძლება იყოს ქვეყნისთვის.

გინდათ თქვენ ეს ?! [სანქციები] მე არ მინდა. წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიყო პოზიციაში, არაფრით არ მინდა ვიფიქრო, რომ ამაზე [სანქციებზე] იყოს ჩემი მუშაობა მოწადინებული",- ამბობს "ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კი ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესება საქართველოსთვის 19 აპრილის შეთანხმების გაუქმების გამო გამორიცხულია. 

"სანქციების მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის კურსიდან გადახვევა და ა.შ. არცერთი ასეთი წინაპირობა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, ამიტომ მიუხედავად დიდი სურვილისა ოპოზიციისა რომ ეს ასე იყოს და ჩვენი ქვეყანა დაზიანდეს, ეს ასე არ მოხდება",- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ჯერ ლიეტუვა, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმა ღარიბაშვილის ვიზიტები გააუქმეს

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი