სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ ამ ეტაპზე ეს დაუშვებელია - ელისაშვილი ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნებაზე

გამოქვეყნდა:

დააკმაყოფილებს თუ არა "ქართული ოცნება" ეკლესიის კიდევ ერთ მოთხოვნას უცნობია - პატრიარქის წერილზე დღეს პრემიერმინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. ილია მეორე კი ღარიბაშვილისა და წულუკიანისთვის გაგზვნილ წერილში მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნებას ითხოვს. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ცხადაძე ამბობს, რომ გაუგებარია რატომ გახდა ახლა ამ საკითხის გადაწყვეტა აუცილებელი. მისი თქმით, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები - "ხომ არ ემზადება ხელისუფლება თავისებურად არჩევნებისთვის, ხომ არ ცდილობს ამ გზით საპატრიარქოს კეთილგანწყობის მოპოვებას". 

"რეჟიმი არ არის საკმარისი, აქ არის მთავარი, რომ იმ გუნდს, რომელიც ჩაიბარებსა მ შემთხვევაში ანჩისხატს, მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება პროფესიული თვალსაზრისით სამუზეუმო ექსპონატების მუდმივი კონსერვაციის რეჟიმისა, რასაც საპატრიარქოს უბრალოდ ვერ მოვთხოვთ. 

ანჩისხატი გადაცემა საპატრიარქოსთვის, ეს არის ის თემა, სადაც სახელმწიფომ ცალსახად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რომ ამ ეტაპზე ამის გაკეთება დაუშვებელია და მიზეზები უნდა იყოს ძალიან ცხადად და გარკვევით ნათქვამი მისი მხრიდან", - თქვა ხელოვნებათმცოდნე, ცირა ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს. 

შენობაში ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი. ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი