კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემეირის თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმში განთავსებული ექსპონატების შესანახად ორ ახლომდებარე სივრცეს განიხილავენ. მისი თქმით, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაციას 5 აგვისტომდე გააცნობენ.
"მე ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში, 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული", - თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს.
შენობაში ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრო ამბობს, რომ შეობას არ დაანგრევენ. ამ თემაზე 5 აგვისტოს რამდენიმე აქციაა დაგდეგმილი: